რა ინფორმაციაა საჭირო ბიზნესის შეფასებისათვის?
-
კომპანიის საოპერაციო საქმიანობის, მისი განვითარების მოკლე ისტორიისა და კონკურენტული გარემოს აღწერა.
-
წინა სამი კალენდარული წლის (ან რისი საშუალებაცაა) ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები- ბალანსი, მოგება ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადების მოძრაობა.
-
შემოსავლების ჩაშლა საქმიანობების/პროდუქტების მიხედვით და მათი შესაბამისი ცვლადი ხარჯების მითითებით
-
მომავალი პერიოდის პროგნოზი მოგება- ზარალის ფორმატში (თუ უკვე შემუშავებული აქვს მენეჯმენტს)
-
ძირითადი საშუალებების რეესტრი შეფასების თარიღისათვის ისტორიული და ნარჩენი საბალანსო ღირებულებების მითითებით
-
გრძელვადიანი ვალდებულებების გაშიფვრა შეფასების თარიღისათვის
-
დებიტორული დავალიანების დეკოდირება (უიმედო ვალების გამოყოფით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რა ინფორმაციაა საჭირო უძრავი ქონების შეფასებისათვის?
-
.ქონების საკადასტრო კოდი
-
.შეფასებლის მიერ ადგილზე ინსპექტირების ორგანიზება ან ახლად გადაღებული ფოტოები
რა ღირს და რა დროა საჭირო საშემფასებლო მომსახურეობის მისაღებად?
სამუშოების ხანგრძლიობა და ფასები დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე და იმ სამუშაოების მოცულობაზე რომელიც არის შესასრულებელი. ამიტომ ვადები და ფასი დგინდება ინდივიდუალურად თითოეულ პროექტზე.
თუ აგრძელებთ დამკვეთთან ურთიერთობას შეფასების დასკვნის დასრულების შემდეგ?
დასკვნის პოტენციული მომხმარებლის (აუდიტორის, მფლობელის, იურისტის, ა.შ) მიერ დასკვნის განხილვის ბოლო ეტაპამდე ვართ კავშირზე დამკვეთთან. მომსახურეობა ითვალისწინებს ასევე ერთ ვიზიტს სასამართლოში, თუ ეს დასკვნა გაკეთდა დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის



